და
შეჯიბრებითობა
1. კომისიაში სადავო საკითხების განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით.
2. სადავო საკითხის განხილვაში მონაწილე ყველა პირი თანასწორია და დაუშვებელია რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომის მიღება.
3. კომისიაში სადავო საკითხი განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეებს უფლება აქვთ, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, სადავო საკითხთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად და დასაზუსტებლად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები, აგრეთვე, განახორციელოს ამ წესებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები და მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებ