1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზანი შესაძლებელია იყოს:

ა) სამართალდარღვევათა პრევენცია;

ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ, მონაცემთა დამუშავებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

გ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონულ სისტემებში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების დადგენა.

2. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა გულისხმობს:

ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვის დადგენას;

ბ) მონაცემთა (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა) დამუშავების საფუძვლების არსებობის დადგენას;

გ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის მიღებული ორგანიზაციული ან/და ტექნიკური ზომებისა და განხორციელებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;

დ) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების წესების დაცვის დადგენას;

ე) მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების წესების დაცვის დადგენას;

ვ) ვიდეომონიტორინგის წესების დაცვის დადგენას;

ზ) აუდიომონიტორინგის წესების დაცვის დადგენას;

თ) გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემთა დამუშავების წესების დაცვის დადგენას;

ი) კანონის III თავით (გარდა 22-ე მუხლისა) გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის დადგენას;

კ) მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დაცვის დადგენას;

ლ) კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვის დადგენას;

მ) ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტის, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდის მოთხოვნის დაცვის დადგენას;

ნ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის წესების დაცვის დადგენას;

ო) ინციდენტის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულების დაცვის დადგენას;

პ) ინციდენტის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულების დაცვის დადგენას;

ჟ) მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების დაცვის დადგენას;

რ) მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღებისა და მის მიერ თანხმობის გამოხმობის დროს კანონით დადგენილი ვალდებულების დაცვის დადგენას;

ს) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების დაცვის დადგენას;

ტ) სპეციალური წარმომადგენლის განსაზღვრასთან/დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების დაცვის დადგენას;

უ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისთვის ან სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის უფლების განხორციელებაში კანონის 86-ე მუხლით გათვალისწინებული ხელის შეშლის არ არსებობის დადგენას;

ფ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულების დადგენას;

ქ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ კანონის 35-ე და 36-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადგენა;

ღ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის წესების დაცვის დადგენას;

ყ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ, კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის განსაზღრული ვალდებულების შესრულების დადგენას;

შ) მონაცემთა დამუშავებისთვის კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა წესებისა და მოთხოვნების დაცვის დადგენა