დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-4268-შ-141-2026
23 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ბ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის პეტიცია (გადაწყვეტილება)
დავის საგანი – გვარის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის პეტიციით ა.ბ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა.
2. ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის პეტიციის თანახმად, ა.ბ–ძე მოითხოვდა მისი სახელისა და გვარის ა.ი–ით შეცვლას.
3. ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის პეტიციის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
4. ამერიკის შეერთებული შტატების ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 2 მარტს გაცემული ცნობის თანახმად ხსენებული დოკუმენტი ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ.
5. შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტაციით (მოქალაქის პასპორტი, ნატურალიზაციის სერტიფიკატი) ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის პეტიცია შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც გაცემულ ახალ პასპორტში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი შემდეგნაირად - ა.ი–ი.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2026 წლის 4 სექტემბერს შუამდგომლობით მომართა ა.ბ–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის პეტიციის (გადაწყვეტილება) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის პეტიცია (გადაწყვეტილება) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ბ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, კონექტიკუტის შტატის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის პეტიციის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების, კონექტიკუტის შტატის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის პეტიცია (გადაწყვეტილება), რომლითაც დაკმაყოფილდა ა.ბ–ძის განცხადება მისი სახელისა და გვარის ა.ი–ით შეცვლის შესახებ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე