დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 07.09.2026
საქმის ნომერი
ა-2613-შ-94-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
07.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ა-2613-შ-94-2026

07 სექტემბერი, 2026 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

შუამდგომლობის ავტორი – კ.ი–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის N 2223/2025 გადაწყვეტილება და საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის N732/2026 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის N2223/2025 გადაწყვეტილებით, განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხეს სრულად ჩამოერთვა მშობლის უფლება მის არასრულწლოვან შვილებზე: ს.ტ.( S. T.), უ-ის (U.) ასული, (დაბადებული 14-01-2010); ა.ტ.(A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 04-06-2011), ა.ტ. (A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 14-04-2014), და ა.ტ.(A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 19-03-2015). მიენიჭა აღნიშნულ ბავშვებზე მშობლის უფლება სრულად მოსარჩელე დედას. დაეკისრა მოპასუხეს მომჩივნის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 300 ევროს ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის N732/2026 გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა №15955/20-06–2025 (ზოგადი განცხადების ნომერი: 164650/2025, სპეციალური განცხადების ნომერი: 15955/2025) განცხადება ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს მოსამართლის თვით სასამართლოს მხრივ გამოსწორების შესახებ. გაასწორა N2223/2025 გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნებაყოფლობითი იურისდიქციის წესით და კონკრეტულად: პირველ გვერდზე, 17-ე სტრიქონში (ორჯერ), მეორე გვერდზე; 1-ელ სტრიქონში (ორჯერ) და 5-ე სტრიქონში, მეექვსე გვერდზე, 13-ე და 14-ე სტრიქონებში (სამჯერ), მერვე გვერდზე, 20, 21, 22-ე სტრიქონებში (ორჯერ), ასევე 27, 29 და 32-ე სტრიქონებში, მეცხრე გვერდზე, 1-ელ და 21-ე სტრიქონებში, მეთორმეტე გვერდზე, 12-ე სტრიქონში, მეთოთხმეტე გვერდზე, 16-ე სტრიქონში (ორჯერ), ასევე 17-ე და 18-ე სტრიქონებში შეცდომით ჩაწერილი „ტ.“ („ტ.“) იცვლება სწორი „T.“ („T.“). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

კ.ი–ძემ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის N 2223/2025 გადაწყვეტილების და საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის N732/2026 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

კ.ი–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის N 2223/2025 გადაწყვეტილების და საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის N732/2026 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის N2223/2025 გადაწყვეტილებით, განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხეს სრულად ჩამოერთვა მშობლის უფლება მის არასრულწლოვან შვილებზე: ს.ტ.( S. T.), უ-ის (U.) ასული, (დაბადებული 14-01-2010); ა.ტ.(A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 04-06-2011), ა.ტ. (A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 14-04-2014), და ა.ტ.(A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 19-03-2015). მიენიჭა აღნიშნულ ბავშვებზე მშობლის უფლება სრულად მოსარჩელე დედას.

საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის N732/2026 გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა №15955/20-06–2025 (ზოგადი განცხადების ნომერი: 164650/2025, სპეციალური განცხადების ნომერი: 15955/2025) განცხადება ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს მოსამართლის თვით სასამართლოს მხრივ გამოსწორების შესახებ. გაასწორა N2223/2025 გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნებაყოფლობითი იურისდიქციის წესით და კონკრეტულად: პირველ გვერდზე, 17-ე სტრიქონში (ორჯერ), მეორე გვერდზე; 1-ელ სტრიქონში (ორჯერ) და 5-ე სტრიქონში, მეექვსე გვერდზე, 13-ე და 14-ე სტრიქონებში (სამჯერ), მერვე გვერდზე, 20, 21, 22-ე სტრიქონებში (ორჯერ), ასევე 27, 29 და 32-ე სტრიქონებში, მეცხრე გვერდზე, 1-ელ და 21-ე სტრიქონებში, მეთორმეტე გვერდზე, 12-ე სტრიქონში, მეთოთხმეტე გვერდზე, 16-ე სტრიქონში (ორჯერ), ასევე 17-ე და 18-ე სტრიქონებში შეცდომით ჩაწერილი „ტ.“ („T.“) იცვლება სწორი „ტ.“ („ტ.“). გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული.

საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის N 2223/2025 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond“ ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის N2223/2025 გადაწყვეტილება, რომლითაც განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხეს სრულად ჩამოერთვა მშობლის უფლება მის არასრულწლოვან შვილებზე: ს.ტ.(S. T.), უ-ის (U.) ასული, (დაბადებული 14-01-2010); ა.ტ.(A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 04-06-2011), ა.ტ. (A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 14-04-2014), და ა.ტ.(A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 19-03-2015). მიენიჭა აღნიშნულ ბავშვებზე მშობლის უფლება სრულად მოსარჩელე დედას და საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის N732/2026 გადაწყვეტილება, რომლითაც, სასამართლომ დააკმაყოფილა №15955/20-06–2025 (ზოგადი განცხადების ნომერი: 164650/2025, სპეციალური განცხადების ნომერი: 15955/2025) განცხადება ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს მოსამართლის თვით სასამართლოს მხრივ გამოსწორების შესახებ. გაასწორა N2223/2025 გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნებაყოფლობითი იურისდიქციის წესით და კონკრეტულად: პირველ გვერდზე, 17-ე სტრიქონში (ორჯერ), მეორე გვერდზე; 1-ელ სტრიქონში (ორჯერ) და 5-ე სტრიქონში, მეექვსე გვერდზე, 13-ე და 14-ე სტრიქონებში (სამჯერ), მერვე გვერდზე, 20, 21, 22-ე სტრიქონებში (ორჯერ), ასევე 27, 29 და 32-ე სტრიქონებში, მეცხრე გვერდზე, 1-ელ და 21-ე სტრიქონებში, მეთორმეტე გვერდზე, 12-ე სტრიქონში, მეთოთხმეტე გვერდზე, 16-ე სტრიქონში (ორჯერ), ასევე 17-ე და 18-ე სტრიქონებში შეცდომით ჩაწერილი „ტ.“ („T.“) იცვლება სწორი „ტალუკდარ“ („T.“). ა ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.ი–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის N2223/2025 გადაწყვეტილება, რომლითაც განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხეს სრულად ჩამოერთვა მშობლის უფლება მის არასრულწლოვან შვილებზე: ს.ტ.( S. T.), უ-ის (U.) ასული, (დაბადებული 14-01-2010); ა.ტ.(A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 04-06-2011), ა.ტ. (A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 14-04-2014), და ა.ტ.(A. T.), უ-ის (U.) ძე, (დაბადებული 19-03-2015). მიენიჭა აღნიშნულ ბავშვებზე მშობლის უფლება სრულად მოსარჩელე დედას.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის N732/2026 გადაწყვეტილება, რომლითაც, სასამართლომ დააკმაყოფილა №15955/20-06–2025 (ზოგადი განცხადების ნომერი: 164650/2025, სპეციალური განცხადების ნომერი: 15955/2025) განცხადება ათენის პირველი ინსტანციის ერთპირიანი სასამართლოს მოსამართლის თვით სასამართლოს მხრივ გამოსწორების შესახებ. გაასწორა N2223/2025 გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნებაყოფლობითი იურისდიქციის წესით და კონკრეტულად: პირველ გვერდზე, 17-ე სტრიქონში (ორჯერ), მეორე გვერდზე; 1-ელ სტრიქონში (ორჯერ) და 5-ე სტრიქონში, მეექვსე გვერდზე, 13-ე და 14-ე სტრიქონებში (სამჯერ), მერვე გვერდზე, 20, 21, 22-ე სტრიქონებში (ორჯერ), ასევე 27, 29 და 32-ე სტრიქონებში, მეცხრე გვერდზე, 1-ელ და 21-ე სტრიქონებში, მეთორმეტე გვერდზე, 12-ე სტრიქონში, მეთოთხმეტე გვერდზე, 16-ე სტრიქონში (ორჯერ), ასევე 17-ე და 18-ე სტრიქონებში შეცდომით ჩაწერილი „ტ.“ („ტ.“) იცვლება სწორი „ტალუკდარ“ („ტ.“).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი