მუხლი 280. სასამართლოს უფლება შეაჩეროს საქმის წარმოება
თავი XXX — საქმის წარმოების შეჩერება
სასამართლოს, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ:
ა) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან გაწვეულია რაიმე სახელმწიფო მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში;
გ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს სასამართლოში, და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით;
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(46)
საქმე №ბს-823(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
…ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ…
საქმე №ბს-316(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
…შეეხება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 280-ე მუხლებით. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ…
საქმე №ბს-53(2კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2024
…ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ…
საქმე №ბს-681(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
…სასამართლოსთვის საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის შეჩერების საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6, 279-ე, 280-ე მუხლებით. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენა უპირობოდ არ გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას საქმის…
საქმე №ბს-447(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
…დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ საქმეში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 280-ე მუხლებით განსაზღვრული საქმის წარმოების შეჩერების რომელიმე სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კასატორის შუამდგომლობის…
საქმე №ას-1429-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2022
საქმე №ას-777-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
საქმე №ას-662-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
საქმე №ას-71-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
საქმე №ბს-1135(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
საქმე №ბს-1591(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2019
საქმე №ბს-100(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2019