უზენაესი სასამართლოს განჩინება N ბს-206(2კ-23)
📄 სრული ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ბს-206(2კ-23)
5 სექტემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
თამარ ოქროპირიძე (თავჯდომარე, მომხსენებლი),მოსამართლეები ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,-----"
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება
განსახილველი საგანი - სარჩელის გამოხმობა
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ,,-----" 2019 წლის 07 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართვლეოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის №6-504 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 ივლისის №33886 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის №39954 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის №8922/2/14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,-----"-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის №33886 ბრძანება, 2014 წლის 15 ივლისის №6-504 საგადასახადო მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის №39954 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის №8922/2/14 გადაწყვეტილება. სადავო მე-4 საკითხის ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის სარგებლის პროცენტის საბაზრო განაკვეთის განსაზღვრის თაობაზეგადასახადის დაკისრებისა და შესაბამისი სანქციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,-----"-ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
2023 წლის 7 ივლისს შპს ,,-----"-ის გაკოტრების მმართველმა - ----- -მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სსსკ-ის 831 მუხლის შესაბამისად მოითხოვა სარჩელის გამოხმობა.
სამოტივაციო ნაწილი:
შპს ,,-----"-ის გაკოტრების მმართველი - ----- -ის განცხადების განხილვის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს და სარჩელი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დდგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სარჩელის გამოხმობა საკასაციო წსით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამრთლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით. განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,-----"-ის გაკოტრების მმართველ - ----- -მა განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას წერილობით დაეთანხმნენ მოპასუხეები - სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე შპს ,,-----"-ის გაკოტრების მმართველი - ----- -ის განცხადება აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, შპს ,,-----"-ის სარჩელი განუხილვევლად უნდა იქნეს დატოვებული და უნდა გაუქმდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ შპს ,,-----"-ის სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) გამოტანილი გადაწყვეტილებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით და 284-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს ,,-----"-ის გაკოტრების მმართველი - ----- -ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება, სამოქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება;
3. შპს ,,-----"-ის სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსმ მიმართ, დარჩეს განუხილველი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
სადავო საკითხი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართვლეოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის №6-504 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 ივლისის №33886 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის №39954 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის №8922/2/14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ რაც გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში - განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
გადაწყვეტილება
გაკოტრების მართველის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ, დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება, სამოქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება; გადასახადის გადამხდელის სარჩელი მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსმ მიმართ, დარჩეს განუხილველი;
დასაბუთება
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით და 284-ე მუხლით..