დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 07.09.2026
საქმის ნომერი
ა-3783-შ-124-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
07.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-3783-შ-124-2026

07 სექტემბერი, 2026 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ხ.ზ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - კ.ბ.კ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – შვედეთის ქალაქ კარლსკრონას ბლეკინგეს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის N-T 1737-17 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შვედეთის ქალაქ კარლსკრონას ბლეკინგეს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის N-T 1737-17 გადაწყვეტილების თანახმად, რადგან მხარეებმა გაიარეს მოსაფიქრებელი ვადა, მათ აქვთ უფლება ქორწინების შეწყვეტაზე (განქორწინებაზე).

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2028 წლის 28 თებერვალს.

ხ.ზ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა შვედეთის ქალაქ კარლსკრონას ბლეკინგეს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის N-T 1737-17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, ხ.ზ–ძის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ შვედეთის ქალაქ კარლსკრონას ბლეკინგეს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის N-T 1737-17 გადაწყვეტილების თანახმად, რადგან მხარეებმა გაიარეს მოსაფიქრებელი ვადა, მათ აქვთ უფლება ქორწინების შეწყვეტაზე (განქორწინებაზე).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შვედეთის ქალაქ კარლსკრონას ბლეკინგეს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის N-T 1737-17 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 28 თებერვალს.

შვედეთის ქალაქ კარლსკრონას ბლეკინგეს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის N-T 1737-17 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი პასპორტით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი - ხ.ზ–ძე საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, შვედეთის ქალაქ კარლსკრონას ბლეკინგეს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის N-T 1737-17 გადაწყვეტილება, ხ.ზ–ძის და კ.ბ.კ–ის განქორწინების თაობაზე, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.ზ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას, შვედეთის ქალაქ კარლსკრონას ბლეკინგეს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის N-T 1737-17 გადაწყვეტილება ხ.ზ–ძის და კ.ბ.კ–ის განქორწინების ნაწილში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი