შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-456-2026 30 სექტემბერი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს ,,B. I." (ამჟამინდელი სახელწოდება შპს ,,კ.გ.ა–ს"), შპს ,,ა.ჰ–ს", შპს ,,ა.ლ.", შპს ,,ა.ე–ს", ბ.გ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.ბ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი თავდაპირველ სარჩელზე – თანხის გადახდის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
დავის საგანი გაერთიანებულ სარჩელზე - პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი;
1. სს ,,ს.ბ–მა" (შემდგომში - „მოსარჩელე“, გაერთიანებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „B. I.”-ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „პირველი კასატორი“, გაერთიანებული სარჩელით მოსარჩელე), შპს „ა.ჰ–ის“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „მეორე კასატორი“, გაერთიანებული სარჩელით მოსარჩელე), შპს „ა.ლ–ის“ (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“, „მესამე კასატორი“, გაერთიანებული სარჩელით მოსარჩელე), შპს „ა.ე–სის“ (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“, „მეოთხე კასატორი“, გაერთიანებული სარჩელით მოსარჩელე) და გ.ბ–ის (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“, „მეხუთე კასატორი“, გაერთიანებული სარჩელით მოსარჩელე, ერთად მოპასუხეები) მიმართ თანხის გადახდის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე:
1.1. მოპასუხეების: შპს „B. I.“-ის (ს/ნ .........), შპს „ა.ჰ–ის“ (ს/ნ .........), შპს „ა.ლ“-ის (ს/ნ ........), შპს „ა.ე–ის“ (ს/ნ .........) და გ.ბ–ისთვის (პ/ნ .......) სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად შემდეგი თანხების დაკისრება:
1.1.1 NGCLCA000426453-6744277–10406302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი - 67.....) 91 912.51 ლარი, საიდანაც: ვადაგადაცილებული ძირი თანხაა - 75 000 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 2763.58 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო - 7530.85 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული საკომისიო - 6 618.08 ლარი;
1.1.2 NGCLCA000426453-6744277–10406302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი - 67...) ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 30.21 ლარი; ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 202.50 ლარი;
1.1.3 NGCLCA000666977-9059910–17253532.2 საკრედიტო ხელშეკრულებიდან
გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი – 905....) 35 585.15 აშშ დოლარი, საიდანაც: ვადაგადაცილებული ძირი თანხაა – 20 000 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 2 549.59 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო - 13 035.56 აშშ დოლარი;
1.1.4 NGCLCA000666977-9059910–17253532.2 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი – 905...) ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 6.03 აშშ დოლარი; ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 54 აშშ დოლარი;
1.1.5 NGCICA000342444-6077323–1026025 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი - 6077...) 30 277.83 ლარი გადახდა, საიდანაც: ვადაგადაცილებული ძირი თანხაა - 20 000 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 1231.82 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო - 6891.21 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული საკომისიო - 2154.80 ლარი;
1.1.6 NGCICA000342444-6077323–1026025 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი - 6077..) ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 7.01 ლარი; ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 54 ლარი;
1.1.7 NGCLCA000499987-7265339–11442778 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი – 7265339) 124 373.34 აშშ დოლარი, საიდანაც: ვადაგადაცილებული ძირი თანხაა – 80 000 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 5983.56 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო – 38 389.78 აშშ დოლარი;
1.1.8 NGCLCA000499987-7265339–11442778 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი – 7265...) ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 16.44 აშშ დოლარი; ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 216 აშშ დოლარი;
1.1.9 NGCLCA000520418–7487716–11968676 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი - 7487716) 37 312.01 აშშ დოლარი, საიდანაც: ვადაგადაცილებული ძირი თანხაა - 24 000 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 1 795.07 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო – 11 516.94 აშშ დოლარი;
1.1.10 NGCLCA000520418–7487716–11968676 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი - 7487...) ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 4.93 აშშ დოლარი; ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 64.80 აშშ დოლარი;
1.2. მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებების, ასევე მასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების გადახდევინების) მიზნით, იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ნივთების სარეალიზაციოდ მიქცევა:
1.2.1. საკადასტრო კოდი - ......; მისამართი - რაიონი სიღნაღი, ქალაქი ......, ქუჩა ......; მესაკუთრე - შპს ა.ჰ–ს (ს/ნ .....);
1.2.2. საკადასტრო კოდი - ........; მისამართი – რაიონი სიღნაღი, ქალაქი ......., ქუჩა ..........; მესაკუთრე - გ.ბ– (პ/ნ ........);
1.2.3. საკადასტრო კოდი - .........; მისამართი - მუნიციპალიტეტი სიღნაღი, სოფელი .......; მესაკუთრე - შპს ა.ჰ–ს (ს/6 ..........);
1.2.4. საკადასტრო კოდი - .......; მისამართი - მუნიციპალიტეტი სიღნაღი, სოფელი ........; მესაკუთრე - შპს ა.ჰ–ს (ს/ნ .........);
1.3. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე გადაწყვეტილების 1.2. პუნქტში მითითებული უძრავი ქონებების რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დასაფარავად, გადახდევინების მიქცევა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. გაერთიანებული სარჩელის მოთხოვნა:
3.1. 2020 წლის 1 ივლისის NGCLCA000426453-6744277-10406302 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და შემცირების შედეგად პირგასამტეხლოს განსაზღვრა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.2. 2019 წლის 26 მარტის NGCLCA000342444-6077323-1026025 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და შემცირების შედეგად პირგასამტეხლოს განსაზღვრა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.3. 2021 წლის 31 მაისის NGCLCA000499987–7265339-11442778 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და შემცირების შედეგად პირგასამტეხლოს განსაზღვრა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.4. 2021 წლის 13 აგვისტოს NGCLCA000520418-748716-1968676 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და შემცირების შედეგად პირგასამტეხლოს განსაზღვრა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.5. 2021 წლის 23 თებერვლის NGCLCA000666977-9059910-17253532.2 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და პირგასამტეხლოს განსაზღვრა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. მოპასუხე სს ,,ს.ბ–მა" სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს: შპს „B. I.“–ს (ს/ნ ........), შპს „ა.ჰ–ს“ (ს/ნ ........), შპს „ა.ლ–ს“ (ს/ნ ........), შპს „ა.ე–ს“ (ს/ნ ........) და გ.ბ–ს (პ/ნ .........) სს „ს.ბ–ის“ (ს/ნ .........) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ: - NGCLCA000426453–6744277–10406302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი - 674.....) 85 134.75 ლარის გადახდა, საიდანაც: ვადაგადაცილებული ძირი თანხაა - 75 000 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 2 763.58 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო - 753.09 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული საკომისიო - 6 618.08 ლარი, ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 30.21 ლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა; ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 20.25 ლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა; - NGCLCA000666977-9059910-17253532.2 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი – 9059...) 23 853.15 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც: ვადაგადაცილებული ძირი თანხაა – 20 000 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 2 549.59 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო - 1 303.56 აშშ დოლარი, ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 6.03 აშშ დოლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 5.40 აშშ დოლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა; - NGCLCA000342444–6077323–1026025 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი - 6077...) 24 075.74 ლარის გადახდა, საიდანაც: ვადაგადაცილებული ძირი თანხაა - 20 000 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 1 231.82 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო - 689.12 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული საკომისიო - 2 154.80 ლარი; ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 7.01 ლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა; ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 5.40 აშშ დოლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა; - NGCLCA000499987- 7265339–11442778 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი - 7265..) 89 822.54 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც: ვადაგადაცილებული ძირი თანხაა – 80 000 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 5 983.56 აშშ დოლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო - 3 838.98 აშშ დოლარი; ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 16.44 აშშ დოლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა;
ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 21.60 აშშ დოლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა; - NGCLCA000520418– 7487716–11968676 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის პროგრამული ნომერი - 7487...) 26 946.76 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ვადაგადაცილებული ძირი თანხაა - 24 000 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 1 795.07 აშშ დოლარი და ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო - 1 151.69აშშ დოლარი; ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 4.93 აშშ დოლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა; ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 23.04.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 6.48 აშშ დოლარი, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა, მოსარჩელის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული, შემდეგი უძრავი ნივთები: - საკადასტრო კოდი - ........., მისამართი - რაიონი სიღნაღი, .........., მესაკუთრე - შპს „ა.ჰ–ს“ (ს/ნ ......); - საკადასტრო კოდი - .......... მისამართი - რაიონი სიღნაღი, .........., მესაკუთრე - გ.ბ– (პ/ნ .........); - საკადასტრო კოდი - ........, მისამართი - მუნიციპალიტეტი სიღნაღი, სოფელი ......., მესაკუთრე - შპს „ა.ჰ–ს“ (პ/ნ ........); - საკადასტრო კოდი - .........., მისამართი - მუნიციპალიტეტი სიღნაღი, სოფელი ......, მესაკუთრე - შპს „ა.ჰ–ს“ (პ/ნ ..........). იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მითითებული უძრავი ქონებების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარავად, გადახდევინება მიექცევა მოპასუხეების: შპს „B. I.“–ს (ს/ნ ..........), შპს „ა.ჰ–სის“ (ს/ნ ......), შპს „ა.ლ–ის“ (ს/ნ ..........), შპს „ა.ე–სის“ (ს/ნ ........) და გ.ბ–ის (პ/ნ ........) საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა ქონებაზე.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს „B. I.“–ს, შპს „ა.ჰ–სის“, შპს „ა.ლ–ის“, შპს „ა.ე–სის“ და გ.ბ–ის გაერთიანებული სარჩელი დაკმაყოფილდა: - შემცირდა 2020 წლის 1 ივლისის NGCLCA000426453 - 6744277-10406302, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და შემცირების შედეგად განისაზღვრა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; - შემცირდა 2019 წლის 26 მარტის NGCLCA000342444-6077323-1026025 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და შემცირების შედეგად განისაზღვრა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; - შემცირდა 2021 წლის 31 მაისის NGCLCA000499987-7265339-11442778 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და შემცირების შედეგად განისაზღვრა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; - შემცირდა 2021 წლის 13 აგვისტოს NGCLCA000520418-748716-1968676 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და შემცირების შედეგად განისაზღვრა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; - შემცირდა 2021 წლის 23 თებერვლის NGCLCA000666977-9059910-17253532.2. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და განისაზღვრა ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. 2026 წლის 25 სექტემბერს პალატას განცხადებით მომართა ბ.გ–იმ, ასევე, როგორც შპს ,,B. I."-ის (ამჟამინდელი სახელწოდება შპს ,,კ.გ.ა."), შპს ,,ა.ჰ–სის", შპს ,,ა.ლ–ისა" და შპს ,,ა.ე–ის" დირექტორმა. განცხადებაში მითითებულია, რომ ბ.გ–ი, როგორც ფიზიკური პირი და ასევე, შპს ,,B. I."-ის (ამჟამინდელი სახელწოდება შპს ,,კ.გ.ა."), შპს ,,ა.ჰ–სის", შპს ,,ა.ლ–ისა" და შპს ,,ა.ე–ის" დირექტორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
13. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამასთან, წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას, მოსარჩელის დისპოზიციური ნების შესაბამისად ჩამოყალიბებულ სასარჩელო მოთხოვნებზე წარმოების შეწყვეტის გარდა, საკასაციო პალატას არა აქვს სხვა საკითხებზე მსჯელობის უფლებამოსილება.
14. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ბ.გ–ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შპს „B. I.”-ის (ამჟამინდელი სახელწოდება შპს ,,კ.გ.ა–ს"), შპს „ა.ჰ–ის“, შპს „ა.ლ–ის“, შპს „ა.ე–სის“ და გ.ბ–ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. განემარტოს კასატორს, რომ მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
15. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე (საქმე №ას-456-2023) სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
16. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების/განჩინების ძალაში დატოვებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 1991-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „B. I.”-ის (ამჟამინდელი სახელწოდება შპს ,,კ.გ.ა–ს"), შპს „ა.ჰ–ის“, შპს „ა.ლ–ის“, შპს „ა.ე–სის“ და გ.ბ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება შპს „B. I.”-ის (ამჟამინდელი სახელწოდება შპს ,,კ.გ.ა–ს"), შპს „ა.ჰ–ის“, შპს „ა.ლ–ის“, შპს „ა.ე–სის“ და გ.ბ–ის საკასაციო საჩვარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. შპს „B. I.“-ს (ს/ნ .......; ამჟამინდელი სახელწოდება შპს ,,კ.გ.ა–ს"), შპს „ა.ჰ–ს“ (ს/ნ .........), შპს „ა.ლ“-ს (ს/ნ .......), შპს „ა.ე–ს“ (ს/ნ .......) და გ.ბ–ის (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ შპს ,,გ.ი.ჯ–ას" მიერ 24.03.2026წ. №1774351530 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000.00 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ ქოჩიაშვილი
გ.ჯეირანაშვილი