განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080224018001391601
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-966-2018 18 დეკემბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------–---–------------------ბის ცენტრი
წარმომადგენელი - ნ----------------ე
მხარდაჭერის მიმღები - ე-–------ თ-------
წარმომადგენელი - ს----------------–---–ი
მხარდამჭერი - ფ------ თ-------
დავის საგანი - მხარდაჭერის ფარგლები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ფ------ თ-------ს განცხადება დაკმაყოფილდა. ფ------ თ------- (პ/ნ 6----------; დაბ. 2---------წ) დაინიშნა ძმის - ე-–------ თ-------ს (პ/ნ 6----------; დაბ. 1---------წ) მხარდამჭერად: მხარდამჭერს ფ------ თ-------ს (პ/ნ 6----------; დაბ. 2---------წ) მიენიჭა უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირის - ე-–------ თ-------ს (პ/ნ 6----------; დაბ. 1---------წ) სახელით და მის ნაცვლად, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები, განახორციელოს შემდეგი სამოქალაქო უფლება-მოვალეობანი: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება/გაყვანა, მედიკამენტების შეძენა, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა, სამედიცინო მომსახურების მიღება, ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობა), მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება, ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულების (გარიგების) დადება, წვრილმანი გარიგების დადება, წარმომადგენლობითი უფლება–მოვალეობების განსახორციელებლად პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, როგორც სახელმწიფო (ადმინისტრაციულ ორგანო, მათ შორის სააღსრულებო ბიურო) ასევე არასახელმწიფო (არასამთავრობო) დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, ე-–------ თ-------ს პირადი და ქონებრივი ინტერესების წარმომადგენლობა სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში, საერთო სასამართლოებში (მათ შორის სარჩელის/განცხადების შეტანა, სააღსრულებო ფურცლის მიღება, საქმის მასალების გამოხმობა, აცილების გაცხადება, მტკიცებულებათა წარდგენა, სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების გასაჩივრება, მორიგების აქტის წარდგენა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე), ე-–------ თ-------ს საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების მართვა, სარგებლობა და განკარგვა(მათ შორის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0------------------ ყიდვა–გაყიდვის, გაცვლა, ჩუქება, ქირავნობა, იპოთეკით დატვირთვა), საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/მის ტერიტორიულ სამსახურისადმი, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება, თავშესაფარში მოთავსება), შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვა, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება), შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვა (მათ შორის განცხადებით მიმართვის, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება), შშმ პირთა დღის ცენტრისა და სოციალურ საწარმოთა მომსახურებით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვა, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვა, გადაწყვეტილების მიღება, თანხის აღება), საარსებო შემწეობის, დევნილის ფულადი შემწეობის, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის, ფულადი დანამატის, ფულადი დახმარების დანიშვნა/ცვლილება/აღდგენა/აღება (მათ შორის განცხადებით მიმართვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/მის ტერიტორიულ სამსახურისადმი, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება), ე-–------ თ-------ს პერსონალური მონაცემებით სარგებლობა, ე-–------ თ-------ს საბანკო ოპერაციების მართვა (ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ხელშეკრულებაზე თანხმობა), პლასტიკური ბარათის დამზადება/აღებისა და ე-–------ თ-------ს საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის განკარგვა (მათ შორის საბანკო ანგარიშიდან ყველა საბანკო ოპერაციების განხორციელება, სესხის აღების, თანხის გამოტანა/გადარიცხვა). მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, ე-–------ თ-------ს საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვის (მათ შორის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0------------------ ყიდვა-გაყიდვის, ჩუქება, ქირავნობა, იპოთეკით დატვირთვა) ნაწილში გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------–---–------------------ბის სამხარეო ცენტრმა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ფ------ თ-------ს განცხადების საფუძველზე ე-–------ თ-------ს მხარდამჭერად დანიშვნის თაობაზე, ექსპერტიზა ორჯერ განხორციელდა. ექსპერტების დასკვნები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ის გარემოება, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირს მხარდამჭერი ესაჭიროებოდა ყველა სფეროში. ექსპერტიზა დასკვნაში არსად არ მიუთითებს, რომ აუცილებლობიდანაა გამომდინარე ე-–------ თ-------ს მხარდამჭერი ჰყავდეს, ამ ეტაპისათვის, ქონების განკარგვის სფეროში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია ის დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა მხარდამჭერის დანიშვნის აუცილებლობას ე-–------ თ-------ს საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვის (მათ შორის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0------------------ ყიდვა–გაყიდვის, გაცვლა,ჩუქება, ქირავნობა, იპოთეკით დატვირთვა) ნაწილში. 3.2. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარდაჭერა მხარდასაჭერს არ დანიშნოდა უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვის ნაწილში. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე მხარდამჭერს შესაძლებლობა ექნება გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, გააქირავოს ან იპოთეკით დატვირთვოს უძრავ/მოძრავი ქონება, რის გამოც შემცირდება მხარდაჭერის მიმღები პირის ქონება. სხვა მექანიზმი იმისა, რომ დაცული იყოს მხარდაჭერის მიმღები პირის ქონება არ არის გარდა იმისა, რომ მხარდამჭერმა წარმოადგინოს ის აუცილებელი მტკიცებულებები, რაც საჭიროა ზემოდხსენებულ სფეროებში მხარდამჭერის დანიშვნისათვის და დაამტკიცოს, რომ ხსენებულ სფეროებში მხარდამჭერის დანიშვნა გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა მხარდასაჭერი პირის უფლებები და იგი დარჩება ქონების გარეშე. 3.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა სწორედ ის გარემოება, რომ დაცული ყოფილიყო მხარდაჭერის მიმღები პირის ქონებრივი უფლება. სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ გაკეთებული მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირს ამ ეტაპისათვის არ ესაჭიროება მხარდამჭერი საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვის (მათ შორის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0------------------ ყიდვა–გაყიდვის, გაცვლა, ჩუქება, ქირავნობა, იპოთეკით დატვირთვა) ნაწილში სამართლიანი და საფუძვლიანია, რადგან არ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და არ არსებობს მტკიცებულებები მხარდამჭერის დანიშვნისა აღნიშნულ სფეროში. 3.4. „განმცხადებლისა და დაინტერესებული პირების თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე“ - როგორც ეს სასამართლო გადაწყვეტილებაშია მითითებული, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრის წარმომადგენლის ხელმოწერა გასაჩივრების უარის თაობაზე არ არის დაფიქსირებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ფ------ თ-------ს განცხადება დაკმაყოფილდა და იგი სხვადასხვა სფეროში დაინიშნა ძმის, ე-–------ თ-------ს მხარდამჭერად. 4.2. ეს გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------–---–------------------ბის სამხარეო ცენტრმა გაასაჩივრა, მხოლოდ, იმ ნაწილში, რომლითაც ფ------ თ-------ს მიენიჭა ე-–------ თ-------ს კუთვნილი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, გაცვლის, ჩუქების, ქირავნობისა და იპოთეკით დატვირთვის უფლება. 4.3. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა თავისი მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი ფორმით: „ე-–------ თ------- (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად უძრავ ქონებაზე უფლებების შეძენის სფეროში, ხოლო უძრავი ნივთის განკარგვის ნაწილში, მხოლოდ, შემდეგი პირობებით: მხარდამჭერ ფ------ თ-------ს მიენიჭოს ე-–------ თ-------ს საკუთრებად #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გაყიდვის უფლებამოსილება იმგვარად, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა მოხდეს ე-–------ თ-------ს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის განკარგვა, მხარდაჭერის ფარგლებში, შესაძლებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრში გაფორმებული ან სანოტარო წესით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე-–------ თ-------ს (როგორც მყიდველის) სახელზე საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ნივთის შესაძენად, გამყიდველისათვის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით“. 4.4. მხარდამჭერი და მხარდაჭერის მიმღების წარმომადგენელი დაზუსტებულ მოთხოვნას დაეთანხმნენ. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.5.1. მხარეებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება ე-–------ თ-------სათვის მხარდაჭერის დანიშვნის ნაწილში მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და, ამ ნაწილში, იგი კანონიერ ძალაშია შესული. 4.5.2. ამის შესაბამისად, პალატა გადაწყვეტილებას შეამოწმებს მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ე-–------ თ-------ს მხარდაჭერა დაუდგინდა უძრავი ქონების განკარგვის სფეროში. 4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 36320-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, კი ამ კოდექსის 36316 მუხლის შესაბამისად განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე სასამართლო ნიშნავს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4.6.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 სექტემბრისა და 2018 წლის 26 ივნისის დასკვნების შესაბამისად, კი ე-–------ თ-------ს კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვაში მხარდაჭერა სჭირდება. 4.6.3. მნიშვნელოვანია, რომ ამას სადავოდ არც აპელანტი ხდის. 4.7. ამის შესაბამისად, ე-–------ თ-------ს კუთვნილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების სფეროში მხარდაჭერა უნდა დაენიშნოს. 4.7.1. თუმცა, ამავდროულად, მხარდასაჭერი პირის ინტერესების ჯეროვნად დასაცავად მხარდამჭერ ფ------ თ-------ს უნდა მიენიჭოს მხარდასაჭერი პირის კუთვნილი ქონების გაყიდვის უფლებამოსილება იმგვარად, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა მოხდეს ე-–------ თ-------ს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის განკარგვა, მხარდაჭერის ფარგლებში, შესაძლებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრში გაფორმებული ან სანოტარო წესით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე-–------ თ-------ს (როგორც მყიდველის) სახელზე საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ნივთის შესაძენად, გამყიდველისათვის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------–---–------------------ბის ცენტრის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მხარდამჭერს, ფ------ თ-------ს მიენიჭა ე-–------ თ-------ს კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლება. ფ------ თ-------ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ე-–------ თ------- (პ/ნ 6----------) ცნობილ უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებად უძრავ ქონებაზე უფლებების შეძენის სფეროში, ხოლო უძრავი ნივთის განკარგვის ნაწილში, მხოლოდ, შემდეგი პირობებით: მხარდამჭერ ფ------ თ-------ს უნდა მიენიჭოს ე-–------ თ-------ს საკუთრებად #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გაყიდვის უფლებამოსილება იმგვარად, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა მოხდეს ე-–------ თ-------ს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის განკარგვა, მხარდაჭერის ფარგლებში, შესაძლებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრში გაფორმებული ან სანოტარო წესით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე-–------ თ-------ს (როგორც მყიდველის) სახელზე საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ნივთის შესაძენად, გამყიდველისათვის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. არ უნდა დაკმაყოფილდეს ფ------ თ-------ს მოთხოვნა ე-–------ თ-------ს მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ უძრავ ნივთზე უფლებების განკარგვის უფლების განხორციელების ნაწილში, გარდა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული შემთხვევისა.
6. საპროცესო ხარჯები მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი-------------–---–------------------ბის ცენტრის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მხარდამჭერს, ფ------ თ-------ს მიენიჭა ე-–------ თ-------ს კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლება;
3. ფ------ თ-------ს განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ე-–------ თ------- (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად უძრავ ქონებაზე უფლებების შეძენის სფეროში, ხოლო უძრავი ნივთის განკარგვის ნაწილში, მხოლოდ, შემდეგი პირობებით: მხარდამჭერ ფ------ თ-------ს მიენიჭოს ე-–------ თ-------ს საკუთრებად #0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გაყიდვის უფლებამოსილება იმგვარად, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა მოხდეს ე-–------ თ-------ს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის განკარგვა, მხარდაჭერის ფარგლებში, შესაძლებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრში გაფორმებული ან სანოტარო წესით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე-–------ თ-------ს (როგორც მყიდველის) სახელზე საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ნივთის შესაძენად, გამყიდველისათვის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით;
5. არ დაკმაყოფილდეს ფ------ თ-------ს მოთხოვნა ე-–------ თ-------ს მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ უძრავ ნივთზე უფლებების განკარგვის უფლების განხორციელების ნაწილში, გარდა ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევისა;
6. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან;
7. მხარეებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ნანა კალანდაძე