1. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდეთ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან და შეხვდნენ მათ. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები სარგებლობენ ასეთივე თავისუფლებით საკონსულო თანამდებობის პირებთან ურთიერთობისას და მათთან შეხვედრისას.
2. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ წარმდგენი სახელმწიფოს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების მოძებნის მიზნით დახმარებისათვის მიმართონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალ