ადგილსამყოფელი სახელმწიფო, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, ვალდებულია მისცეს დრო და შეუქმნას პირობები საკონსულო დაწესებულების მუშაკებს და კერძო შინამუშაკებს, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი მოქალაქეები ან მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები უცხოელები, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, რათა მათ შეძლონ გასამგზავრებლად მომზადება და გამგზავრება შესაბამისი მუშაკების ფუნქციების შეწყვეტიდან შესაძლო მოკლე ვადაში. კერძოდ, იგი ვალდებულია აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ისინი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც საჭიროა მათთვის და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შეძენილი მათი ქონებისათვის, რომლის გატანაც აკრძალული არ არის გამგზავრების მომენტისათვი