მიმღებმა სახელმწიფომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, საკონსულო დაწესებულების წევრები და კერძო მოსამსახურეები, რომლებიც არ არიან მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, უნდა უზრუნველყოს საკმარისი დროით და ხელსაყრელი პირობებით, რათა შეძლონ გასამგზავრებლად მომზადება და გაემგზავრონ პირველივე შესაძლებლობისთანავე საკონსულო დაწესებულების შესაბამისი წევრების ფუნქციების შეწყვეტის შემდეგ. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს ისინი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც საჭიროა მათთვის და მათი ქონებისთვის, გარდა მიმღებ სახელმწიფოში შეძენილი იმ ქონებისა, რომლის ექსპორტიც აკრძალულია გამგზავრების დრო