1. მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ხელისუფლების ორგანოს უნდა შეატყობინონ:
(a) საკონსულო დაწესებულების წევრთა დანიშვნა, დანიშვნის შემდეგ მათი ჩასვლა საკონსულო დაწესებულებაში, მათი საბოლოო გამგზავრება ან მათი ფუნქციების შეწყვეტა და ნებისმიერი სხვა ცვლილება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საკონსულო დაწესებულებაში მათი საქმიანობის განმავლობაში და რომელიც გავლენას ახდენს მათ სტატუსზე;
(b) იმ პირის ჩასვლა ან საბოლოო გამგზავრება, რომელიც საკონსულო დაწესებულების წევრის ოჯახის წევრია, მუდმივად ცხოვრობს მასთან ერთად და, როდესაც საჭიროა იმ ფაქტის შესახებ, რომ პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის ასეთი წევრი;
(c) კერძო მოსამსახურის ჩასვლა ან საბოლოო გამგზავრება და, როდესაც საჭიროა მათი მომსახურების, როგორც ასეთის, შეწყვეტა;
(d) მიმღებ სახელმწიფოში მცხოვრებ პირთა დაქირავება და განთავისუფლება საკონსულო დაწესებულების წევრების ან კერძო მოსამსახურეების სახით, რომლებსაც შეუძლიათ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობა.
2. როდესაც შესაძლებელია, ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შეტყობინება უნდა გაკეთდეს წინასწარ.
ნაწილი II. საკონსულო ფუნქციების დასრულე