1. ორ სახელმწიფოს შორის საკონსულო ურთიერთობების შეწყვეტის შემთხვევაში:
(a) მიმღებმა სახელმწიფომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, პატივი უნდა სცეს და დაიცვას საკონსულოს უძრავი ქონება, საკონსულო დაწესებულების სხვა ქონებასთან და არქივებთან ერთად;
(b) წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია საკონსულოს უძრავი ქონების დაცვა, იქ არსებულ ქონებასთან და საკონსულოს არქივებთან ერთად, მიანდოს მიმღები სახელმწიფოსთვის მისაღებ მესამე სახელმწიფოს;
(c) წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია თავისი ინტერესებისა და თავის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა მიანდოს მიმღები სახელმწიფოსთვის მისაღებ მესამე სახელმწიფოს;
2. საკონსულო დაწესებულების დროებით ან მუდმივად დახურვის შემთხვევაში, გამოიყენება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „a” ქვეპუნქტის დებულებები. ასევე,(a) თუ წარმგზავნ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ მიმღებ სახელმწიფოში არ არის წარმოდგენილი დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ, მაგრამ მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე აქვს სხვა საკონსულო დაწესებულება, ამ საკონსულო დაწესებულებას შეიძლება დაეკისროს დახურული საკონსულო დაწესებულების უძრავი ქონების, იქ არსებული სხვა ქონებისა და საკონსულოს არქივების დაცვა და, მიმღები სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო ფუნქციათა შესრულება დახურული საკონსულო დაწესებულების ოლქში;
(b) თუ წარმგზავნ სახელმწიფოს მიმღებ სახელმწიფოში არ ჰყავს დიპლომატიური წარმომადგენლობა და არ აქვს სხვა საკონსულო დაწესებულება, გამოიყენება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის “b” და “c” ქვეპუნქტების დებულებები.
ნაწილი I. საკონსულო დაწესებულებებთან დაკავშირებული ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტე