1. მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს აცნობოს წარმგზავნ სახელმწიფოს, რომ საკონსულო თანამდებობის პირი არის persona non grata ან საკონსულო პერსონალის სხვა ნებისმიერი წევრი მიუღებელი პირია. ასეთ შემთხვევაში, წარმგზავნმა სახელმწიფომ, გარემოებათა შესაბამისად ან უნდა გამოიწვიოს აღნიშნული პირი, ან შეწყვიტოს მისი ფუნქციები საკონსულო დაწესებულებაში.
2. თუ წარმგზავნი სახელმწიფო უარს იტყვის შეასრულოს ან გონივრულ ვადაში არ შეასრულებს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია გარემოებათა შესაბამისად, ან გააუქმოს შესაბამისი პირის ეგზეკვატურა, ან აღარ ჩათვალოს ის საკონსულო პერსონალის წევრად.
3. საკონსულო დაწესებულებების წევრად დანიშნული პირი შეიძლება მიუღებლად გამოცხადდეს მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე ან, თუ ის უკვე იმყოფება მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საკონსულო დაწესებულებაში თავისი მოვალეობების შესრულების დაწყებამდე. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, წარმგზავნმა სახელმწიფომ უნდა გააუქმოს ასეთი პირის დანიშვნა.
4. წინამდებარე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში მიმღები სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ წარმგზავნ სახელმწიფოს აცნობოს თავისი გადაწყვეტილების მიზეზებ