1. წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებთან დაკავშირებული საკონსულო ფუნქციების შესრულების გამარტივების მიზნით:

(a) საკონსულო თანამდებობის პირებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მათი მონახულება. წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებსაც უნდა ჰქონდეთ ასეთივე თავისუფლება წარმგზავნი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირებთან კომუნიკაციისა და მათთან შეხვედრის თვალსაზრისით;

(b) მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ წარმგზავნი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, რომ მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში დაპატიმრებულია, ან გადაყვანილია ციხეში ან თავისუფლებააღკვეთილია სასამართლო განხილვამდე, ან ნებისმიერი სხვა ფორმით დაკავებულია წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქე, თუ ეს პირი ამას მოითხოვს. დაპატიმრებული, ციხეში მყოფი, თავისუფლებააღკვეთილი ან დაკავებული პირის ყველა კომუნიკაცია, რომლის ადრესატია საკონსულო დაწესებულება, ხსენებულმა ხელისუფლების ორგანოებმა დაყოვნების გარეშე უნდა გაუგზავნონ საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნულმა ხელისუფლების ორგანოებმა დაინტერესებულ პირს დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;

(c) საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მოინახულონ წარმგზავნი სახელმწიფოს ციხეში მყოფი, თავისუფლებააღკვეთილი ან დაკავებული მოქალაქე, გაესაუბრონ მას, ჰქონდეთ მასთან კორესპონდენცია და მისთვის უზრუნველყონ სამართლებრივი წარმომადგენლობა. მათ ასევე უფლება აქვთ, მათ საკონსულოს ოლქში მოინახულონ წარმგზავნი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იმყოფება ციხეში, თავისუფლებააღკვეთილია ან დაკავებულია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა, საკონსულო თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ციხეში მყოფი, თავისუფლებააღკვეთილი ან დაკავებული მოქალაქის სახელით მოქმედებისგან, თუ ის ასეთი მოქმედების აშკარა წინააღმდეგია.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებები უნდა განხორციელდეს მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს კანონები და რეგულაციები უნდა იძლეოდეს იმ მიზნების სრულად მიღწევის საშუალებას, რისთვისაც განზრახულია წინამდებარე მუხლით მინიჭებული უფლებებ