1. საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების საკონსულო ოლქის (შემდგომში - ოლქი) ფარგლებში შემავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები უნდა იყოს მომიჯნავე და არ უნდა შედიოდეს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით შექმნილ საქართველოს სხვა საკონსულო დაწესებულების ოლქში.
2. საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების ოლქი მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება ემთხვეოდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გახსნილ საქართველოს სხვა საკონსულო დაწესებულების ოლქს, რომელსაც ხელმძღვანელობს საშტატო თანამდებობაზე დანიშნული საკონსულო თანამდებობის პირი, თუ შესაბამისი ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ არის.
3. საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით შექმნილი საკონსულო დაწესებულება არ შეიძლება გაიხსნას იმ ქალაქში, სადაც არის განლაგებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საქართველოს სხვა საკონსულო დაწესებულება.
4. საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების კლასი შეიძლება იყოს მხოლოდ საკონსულო.