1. საპატიო კონსულის საჭიროების თაობაზე წინადადებას ამზადებს და  საკოორდინაციო საბჭოს განსახილველად წარუდგენს  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება, სამინისტროს  ცენტრალური აპარატის ტერიტორიული ან/და ფუნქციონალური  დეპარტამენტი.

2. საპატიო კონსულის საჭიროების თაობაზე  წინადადებაში მიეთითება:

ა)  სახელმწიფო/გეოგრაფიული რეგიონი, სადაც აუცილებელია საპატიო კონსულის დანიშვნა;

ბ) საპატიო კონსულის დანიშვნის აუცილებლობის დასაბუთება;

გ) საპატიო კონსულის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის მიმართულებები;

დ) ინფორმაცია საპატიო კონსულობის კანდიდატის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით   გათვალისწინებულ წინადადებას და  ამზადებს დასკვნას მინისტრისათვის წარსადგენად.

4. საკოორდინაციო საბჭოს დასკვნა, მინისტრის შესაბამის გადაწყვეტილებასთან ერთად, ეგზავნება საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულება