1.  საქართველოს საპატიო კონსულის  ხელმძღვანელობით, საკონსულო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები,  საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საერთაშორისო  ჩვეულებითი სამართალი,  „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს დადგენილება და საქართველოს სხვა  საკანონმდებლო და  კანონქვემდებარე აქტები.

2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „საკონსულო  ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის, „საკონსულო  საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა