1. კანდიდატის თაობაზე დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს - მინისტრის მოადგილეს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) კანდიდატის მიერ შევსებულ ანკეტას;
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;
გ) სამოქმედო პროგრამას, რომელშიც აღწერილი იქნება საქმიანობის სფერო;
დ) სულ მცირე, 3 რეკომენდაციას საქართველოს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ან/და საერთაშორისოდ აღიარებულ იმ სფეროს მოღვაწეთაგან, რომელშიც საპატიო კონსულმა უნდა განახორციელოს თავისი საქმიანობა;
ე) განაცხადს ოლქის, საპატიო საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობის, მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ;
ვ) კანდიდატის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ საბანკო ან სხვა ფინანსურ დოკუმენტაციას;
ზ) საპატიო საკონსულო დაწესებულების შენობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას (ადგილმდებარეობის შესახებ, ფოტოები, საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სხვა);
თ) ცნობას ნასამართლეობის შესახებ;
ი) ცნობებს, რომლითაც დასტურდება ამ დებულების მე-9 მუხლში ჩამოთვლილი მოთხოვნების არსებობა ან/და დაუშვებელი გარემოებების არარსებობა.
2. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია, მიმართოს მინისტრს, დაუშვას გამონაკლისი და კანდიდატი გაათავისუფლოს ამ მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
3. საკოორდინაციო საბჭო თავის დასკვნას კანდიდატის შესახებ 6 კვირის ვადაში წარუდგენს მინისტრს.
4. კანდიდატის მიერ შესავსები ანკეტისა და მისი სამოქმედო პროგრამის ფორმები მტკიცდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი