საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების ძირითადი  ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან, საქართველოსათვის კონკრეტული  სახელმწიფოსა და საკონსულო ოლქის  პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე;

ბ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან/და რეგიონთან სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავება, ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის წახალისება;

გ) საქართველოს ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული  იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

დ)  სამინისტროს მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებ