1. საპატიო კონსულობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:

ა) გამოირჩეოდეს შესაბამისი რეპუტაციით და სანდოობით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;

ბ) ჰქონდეს საერთაშორისო და ბიზნესურთიერთობების გამოცდილება;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უნდა უწყობდეს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას;

დ) ჰქონდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეობა ან საქართველოს მოქალაქეობა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა;

ე) ჰქონდეს კარგად ორგანიზებული საკონსულო დაწესებულების შექმნის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს შემდეგს:

ე.ა) გააჩნდეს საკმარისი მატერიალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ მთლიანად დააფინანსოს საკონსულო დაწესებულების საქმიანობა;

ე.ბ) ჰქონდეს საკონსულო დაწესებულების საქმიანობისათვის აუცილებელი შენობა ან საოფისე ფართობი ან შეეძლოს მისი ყიდვა ან დაქირავება იმ ქალაქში, სადაც იქნება საკონსულო დაწესებულების რეზიდენცია;

ე.გ) გააჩნდეს მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობა;

ე.დ) საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეეძლოს ხელმძღვანელი დაწესებულებებიდან მივლინებულ პირთათვის სათანადო პირობების შექმნა;

ვ) შეეძლოს საქართველოს ეროვნულ  თუ სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების/მიღებების დაგეგმვა და ორგანიზება.

2. კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ ფაკულტატიურ მოთხოვნებს:

ა) თავისი საქმიანობით გარკვეული დამსახურება მიუძღვოდეს საქართველოს წინაშე;

ბ) იცნობდეს:

ბ.ა) საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას;

ბ.ბ)  საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს;

გ) ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.

3. დაუშვებელია, კანდიდატი:

ა) იყოს სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების, მისიის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის, სავაჭრო ან სხვა სახის წარმომადგენლობის თანამშრომელი ან რაიმე მისიით სხვა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პირი;

ბ)  ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ან  დაწესებულებაში;

გ) იყოს ცენტრალური ან ადგილობრივი  თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩეული პირი;

დ) ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას;

ე) იღებდეს ანაზღაურებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოსაგან;

ვ) ირიცხებოდეს ადგილსამყოფელი ან მესამე სახელმწიფოს სამხედრო ან სხვა ფორმის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ან აქტიურ რეზერვში;

ზ) იყოს ნასამართლევი;

თ) დანიშვნის დროისათვის იყოს სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ ან/და ძებნილ