1. საპატიო კონსულის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის დანიშვნაზე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის მიღების მიზნით, სამინისტრო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო უწყებას უგზავნის ნოტას,  საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნის და საპატიო კონსულად კონკრეტული პირის დანიშვნის თაობაზე თანხმობის თხოვნით.

2. ნოტაში ასევე აღინიშნება:

ა) საპატიო კონსულის მეთაურობით საქართველოს საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობა;

ბ)  ოლქი;

გ)  „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“  ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით განსაზღვრულ რომელ საკონსულო ფუნქციებს შეასრულებს საპატიო კონსულ