1. საპატიო კონსულის უფლებამოსილების დაწყებისთანავე, სამინისტრო საპატიო კონსულს უგზავნის:

ა) საკონსულო ატრიბუტიკას, რაც მოიცავს: საქართველოს სახელმწიფო დროშას, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტს და აუდიოჩანაწერს, საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით საკონსულო დაწესებულების აბრას საკონსულო დაწესებულების დასახელებით, საპატიო კონსულის ბეჭედს, საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით საპატიო კონსულის ბლანკებს და სამინისტროს ოფიციალური დომენის შემცველი ელექტრონული საფოსტო მისამართის პარამეტრებს;

ბ) მინისტრის მოადგილის  მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას  2  პირად, რომელსაც ხელს მოაწერს საპატიო კონსული და ერთ პირს დაუბრუნებს სამინისტროს.

2. საკონსულო ატრიბუტიკა არის საქართველოს საკუთრება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ აბრასა და ბლანკებზე წარწერები კეთდება ქართულ და ინგლისურ ენებზე, აგრეთვე, შესაძლებელია, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენაზე ან/და საკონსულო ოლქის რეგიონული სტატუსის მქონე ენაზეც, ხოლო საკონსულო ბეჭედზე წარწერა კეთდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

4. ხელშეკრულება ორენოვანია: ქართული და ინგლისური. ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

თავი IV. საპატიო კონსულის უფლებამოსილებათა განხორციელება და შეწყვე