საპატიო კონსული ვალდებულია:
ა) ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, არაუგვიანეს 31 იანვრისა, წარმოადგინოს საქმიანობის გეგმა, ხოლო იმავე წლის ბოლოს, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა - შესრულებული საქმიანობის ანგარიში;
ბ) პერიოდულად ჩაატაროს ბიზნეს და სხვა პროფესიული ფორუმები, საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვადასხვა წრის წარმომადგენელთა შეხვედრები, ასევე რეგულარულად გამართოს პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები და სხვა სახის მსგავსი ღონისძიებები, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით;
გ) ხელი შეუწყოს საქართველოში პოტენციური ინვესტორების ვიზიტებს და ტურისტების რაოდენობის ზრდას;
დ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საკონსულო ოლქის ფარგლებში) აქტიურად ითანამშრომლოს მედიასაშუალებებთან საინფორმაციო კამპანიის წარმოების, სტატიების გამოქვეყნებისა და ინტერვიუების მეშვეობით საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენისა და ქვეყნის თაობაზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
ე) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სამინისტროს ან დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა;
ვ) დაესწროს საპატიო კონსულების ყოველწლიურ შეკრებას, რომლის თაობაზეც ეცნობება ერთი თვით ადრე და წარმოადგინოს შუალედური ანგარიშ