1. საპატიო კონსულმა, შესაძლებელია, შეასრულოს საკონსულო ფუნქციებიც, თუ ამას გადაწყვეტს სამინისტრო, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო პირობები შეუქმნას სამინისტროს მიერ ხსენებული ფუნქციების შესასრულებლად წარგზავნილ პირს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია საპატიო კონსულს არ ჰქონდა განსაზღვრული დანიშვნის ბრძანებით, გაცემული საკონსულო პატენტით ან/და ხელშეკრულებით, სამინისტრო დადგენილი წესით მიიღებს თანხმობას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო უწყებისაგან და შემდგომ მის შესრულებას ბრძანებით დააკისრებს საპატიო კონსულს.
3. საპატიო კონსული ვალდებულია, ხელმძღვანელ დაწესებულებებს შეატყობინოს:
ა) თუ 2 კვირაზე მეტი ხნით აპირებს დატოვოს საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი ქალაქი;
ბ) თუ მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას ან დაკარგავს თავის მოქალაქეობას;
გ) თუ დადგება ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოებ