1. მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატიო კონსულს უფლებამოსილება შეუწყდება:
ა) გარდაცვალებისას;
ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ ეგზეკვატურის გაუქმებისას, არასასურველ პიროვნებად (persona non grata) ცნობისას ან/და სხვა ფორმით საქართველოს საპატიო კონსულად დაშვების გაუქმებისას;
გ) პირადი განცხადებით;
დ) საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ე) თუ საპატიო კონსული, არაერთგზის მითითების მიუხედავად, თავს არიდებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) თუ საპატიო კონსულმა არ შეასრულა ამ დებულების 21-ე-23-ე მუხლებით დადგენილი ვალდებულებები;
ზ) ამ დებულების 24-ე მუხლით განსაზღვრული საკოორდინაციო საბჭოს საბოლოო დასკვნა უარყოფითია;
თ) დადგა ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოება;
ი) ჩაიდინა ისეთი ქმედება, რაც აშკარად და ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, აკნინებს საქართველოს საერთაშორისო ცნობადობას ან მიუღებელია მორალური ღირებულებების თვალსაზრისით;
კ) ბრალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულში მაშინ, როდესაც ბრალდების საქმეს წარმოებაში მიიღებს სასამართლო.
2. სამინისტრო არ არის ვალდებული, განუმარტოს საპატიო კონსულს საკონსულო პატენტის გაუქმების მიზეზები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“-„კ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მიზეზების არსებობისას, აგრეთვე „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მიზეზისას, თუ ამის თაობაზე საქართველოს მხარეა ვალდებული, შეატყობინოს მეორე მხარეს საპატიო კონსულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, სამინისტრო დადგენილი წესით აცნობებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო უწყება