1. იმ შემთხვევაში, თუ საპატიო კონსულს შეუწყდა უფლებამოსილება:

ა) საპატიო კონსული ვალდებულია, დააბრუნოს საკონსულო ატრიბუტიკა;

ბ) საპატიო კონსული ვალდებულია, შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას გადასცეს მატერიალური და  ელექტრონული საქმისწარმოება, ელექტრონული ფოსტით მიმოწერა და ყველა სხვა დოკუმენტი, რაც შეიქმნა მის მიერ საკონსულო ფუნქციათა განხორციელებისას;

გ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო უწყებას ეცნობება ნოტით,  საპატიო კონსულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

2. საპატიო კონსულის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროცედურები შესრულდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და დამკვიდრებული ჩვეულების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების შესრულების კონტროლის ვალდებულება ეკისრება დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელ