1. საპატიო კონსული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კეთილსინდისიერად, პატიოსნად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვით და საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟის ასამაღლებლად.

2. საპატიო კონსულის ზოგადი უფლებამოსილებანი განსაზღვრულია „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით.

3. საპატიო კონსული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამის შესაბამისად, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის  ბრძანებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში.

4. საპატიო კონსულს არ ეზღუდება პირადი, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, კანონმდებლობით და ამ დებულებით ნებადართული შემოსავლის მიღება.

5. საპატიო კონსული არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. საქართველო არ აგებს პასუხს საპატიო კონსულის იმ საქმიანობისათვის, რომელიც სცილდება საპატიო კონსულის ფუნქციებს.

6. საპატიო კონსული დაკისრებულ ფუნქციებს  ასრულებს პირადა