მუხლი 26. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნა, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნა და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება
თავი VII — საქართველოს საპატიო კონსული
1. სამინისტრომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით ცალკეული საკონსულო ფუნქციების შესრულება შეიძლება დაავალოს საქართველოს საპატიო კონსულს.
2. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნის, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების საკითხები რეგულირდება „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.05.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (22.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნა, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნა და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება 1. სამინისტრომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით ცალკეული საკონსულო ფუნქციების შესრულება შეიძლება დაავალოს საქართველოს საპატიო კონსულს. 2. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნის, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების საკითხები რეგულირდება „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციისთ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „სა და საქართველოს კსანპატიო კონმსულის შესახებ დებულოების შდამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.