1. მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მტკიცდება საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა და განისაზღვრება ამ პროგრამის გავლის წესი და პირობები.
2. მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლებითაც განისაზღვრება:
ა) საკონსულო დაწესებულების გახსნის წესი და ტიპობრივი დებულება;
ბ) საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი.
3. მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი.
4. მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
5. მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
6. მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
7. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირზე მისი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვამდ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (12.06.2012).
წინა რედაქცია (22.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. გარდამავალი დებულებები 1. მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მტკიცდება საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა და განისაზღვრება ამ პროგრამის გავლის წესი და პირობები. 2. მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლებითაც განისაზღვრება: ა) საკონსულო დაწესებულების გახსნის წესი და ტიპობრივი დებულება; ბ) საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი. 3. მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი. 4. მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 5. მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 6. მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 7. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირზე მისი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვამდე.