„საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-413 |
|
2022 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი |
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს:
ა) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესი (დანართი №1); ბ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადის ფორმა (დანართი №2); გ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა (დანართი №3); დ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №4). |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 ივლისის №01-174 ბრძანება. |
3.
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული, მათ შორის, „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №192 ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული, საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები ჩაითვალოს უვადოდ გაცემულად, თუ მათი მფლობელი პირები აკმაყოფილებენ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. |
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.11.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-413. სარეგისტრაციო კოდი — 480060000.22.030.016253.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.09.2025-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №01-413, 02.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 480060000.22.030.016253 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5604501/