„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-40
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016222
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-40

2021 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის:

ა)  მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული მოხელის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში  წარსაგზავნად, სავალდებულოა დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა.“;

ბ)  33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:

„331. დიპლომატიური თანამდებობის პირის პროფესიული განვითარება

1. პროფესიულ საჯარო მოხელეთა  პროფესიული  განვითრებისა და კვალიფიკაციის  ამაღლების ხელშეწყობის მიზნით,  სამინისტროს  მმართველობის  სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში − ინსტიტუტი) უზრუნველყოფს  შემდეგი  სასწავლო  პროგრამების განხორციელებას:

ა) დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამა;

ბ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა.

2. სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული  განვითრებისა და კვალიფიკაციის  ამაღლების მიზნით, ინსტიტუტი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია უზრუნველყოს სხვადასხვა  ტრენინგების, სემინარებისა და  სასწავლო კურსების ჩატარება.

3. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელე ვალდებულია გაიაროს დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამა თანამდებობაზე დანიშვნიდან თორმეტი თვის განმავლობაში და დაასრულოს  თანამდებობაზე დანიშვნიდან  ორი წლის განმავლობაში.

4. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელე, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში  წარსაგზავნად, ვალდებულია გაიაროს  საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა და ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს.

5.  ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებებისაგან თავისუფლდებიან „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრულ თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშნული პირები.“.

2. ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით და შემდგომ, გამოსაცდელი ვადით დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნულ მოხელეებზე.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი