„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-311
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-311

2024 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:
ა) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული მოხელის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში  წარსაგზავნად, გარდა საკონსულო თანამდებობისა, სავალდებულოა დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობის ფლობა.'';

ბ) მე-19 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,51. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული მოხელე შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში  საკონსულო თანამდებობის პირად  დაინიშნოს და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში  წარიგზავნოს დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში.'';

გ) 331 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელე, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში  წარსაგზავნად, გარდა საკონსულო თანამდებობისა, ვალდებულია, გაიაროს საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა და ფლობდეს ამ პროგრამის გავლის დამადასტურებელ მოწმობას.'';

დ) 331 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,41. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელე, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში  საკონსულო თანამდებობაზე შესაძლოა დაინიშნოს და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში  წარიგზავნოს საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში.''.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხათუნა თოთლაძე