„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-116
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016291
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-116

2024 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საქმეთა დროებითი რწმუნებული ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შეიძლება იყოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დიპლომატიური თანამდებობის პირი, აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი;

გ)  მე-18 მუხლს დაემატოს მე-8 და მე-9 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,8. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილია საქმეთა დროებით რწმუნებულად, როტაციის წესით, გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით წარგზავნოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დანიშნული დიპლომატიური თანამდებობის პირი.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ ყველა იმ პირობებით/უფლებებით, რითაც სარგებლობენ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელები და მათი ოჯახის წევრები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი