,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-41 |
|
2026 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის: |
ა)
მე-6 მუხლს 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს 72 და 73 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„72. ამ მუხლის მე-7 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიუხედავად ხელშეკრულების ვადისა და მიმდევრობით გაგრძელებული ხელშეკრულების საერთო ხანგრძლივობისა, ტექნიკურ/მომსახურე პერსონალთან დადებული ხელშეკრულება არ ჩაითვლება უვადო ხელშეკრულებად. 73. დაუშვებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უვადო ხელშეკრულების გაფორმება.“; |
ბ)
22-ე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი1) მივლინებული პირის მიერ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შელახოს ქვეყნის ინტერესები ან/და იმიჯი, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ან/და სამინისტროს ინტერესს;“; |
გ)
36-ე მუხლის პირველ პუნქტს ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ1) დაიცვას ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები;“; |
დ)
39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი ეთიკისა და ქცევის ნორმების დარღვევა.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 06.02.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-41. სარეგისტრაციო კოდი — 480040000.22.030.016389.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №01-41, 06.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016389 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6781848/