,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება № 01-807 |
|
2025 წლის 9 ოქტომბერი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
|
ა)
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. გამოსაცდელი ვადა 1. მინისტრი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა: ა) დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნისას 2 წელი; ბ) ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნისას 12 თვე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ა) დიპლომატიურ სამსახურში პირველად დანიშვნის დროს; ბ) დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშვნის დროს. 3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ჩერდება მოხელის გამოსაცდელი ვადის დინება. მოხელის გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაითვლება. 4. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის დარჩენილი პერიოდი ინარჩუნებს ძალას პირველად დანიშვნის ბრძანებაში მითითებული ვადით. 5. მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას. 6. დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნულ მოხელეთათვის გამოსაცდელი ვადა წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება, მათ მიერ დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების შემთხვევაში. 7. მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან: ა) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე; ბ) თუ ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოხელის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მეორე უარყოფითი შეფასების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“; |
ბ)
მე-14 მუხლის 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
|
გ)
მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
|
დ)
მე-19 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,51. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული მოხელე შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო თანამდებობის პირად დაინიშნოს და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარიგზავნოს საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში.“; |
ე)
331 მუხლის:
|
ე.ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელე ვალდებულია გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოიპოვოს დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობა.“; |
ე.ბ)
მე-4–მე-5 პუნქტები ამოღებული იქნეს;
|
ვ)
46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობის გამო ან ამ წესის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 09.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-807. სარეგისტრაციო კოდი — 480040000.22.030.016386.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №01-807, 09.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016386 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6643390/