1. საკონსულო მოსაკრებელი არის საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს შესაბამისი საკონსულო ფუნქციის პოლიტიკურ მნიშვნელობასა და ეკონომიკურ ღირებულებას.
2. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, აგრეთვე ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.
3. მოქალაქეობის არმქონე პირი საკონსულო მოსაკრებელს გადაიხდის იმ ოდენობით, რომელიც გათვალისწინებულია იმ ქვეყნის მოქალაქეთათვის, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები განისაზღვრება კანონით.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.05.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.05.2014 კანონი №2377
წინა რედაქცია (22.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. საკონსულო მოსაკრებელი 1. საკონსულო მოსაკრებელი არის საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს შესაბამისი საკონსულო ფუნქციის პოლიტიკურ მნიშვნელობასა და ეკონომიკურ ღირებულებას. 2. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, აგრეთვე ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. 3. მოქალაქეობის არმქონე პირი საკონსულო მოსაკრებელს გადაიხდის იმ ოდენობით, რომელიც გათვალისწინებულია იმ ქვეყნის მოქალაქეთათვის, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები განისაზღვრება კანონით. თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი