1. საკონსულო თანამდებობის პირი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:
ა) ადასტურებს/აუქმებს ანდერძს;
ბ) ადასტურებს/აუქმებს მინდობილობას/რწმუნებულებას;
გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლს ან/და დოკუმენტიდან ამონაწერს ან/და გასცემს დოკუმენტის ასლს;
დ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;
ე) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორეს;
ვ) ადასტურებს პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
ზ ადასტურებს განსაზღვრულ ადგილას პირის ყოფნის ფაქტს;
თ) ადასტურებს პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობას;
ი) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;
კ) ასრულებს საზღვაო პროტესტს.
2. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (12.06.2012).
წინა რედაქცია (22.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. სანოტარო მოქმედებების შესრულება 1. საკონსულო თანამდებობის პირი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: ა) ადასტურებს/აუქმებს ანდერძს; ბ) ადასტურებს/აუქმებს მინდობილობას/რწმუნებულებას; გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლს ან/და დოკუმენტიდან ამონაწერს ან/და გასცემს დოკუმენტის ასლს; დ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; ე) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორეს; ვ) ადასტურებს პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; ზ) ადასტურებს განსაზღვრულ ადგილას პირის ყოფნის ფაქტს; თ) ადასტურებს პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობას; ი) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს; კ) ასრულებს საზღვაო პროტესტს. 2. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით .