1. საპატიო კონსულის დანიშვნის შეთანხმების შემდეგ მისი დანიშვნა ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
2. მინისტრის ბრძანებაში მიეთითება:
ა) საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნა, ადგილსამყოფელი ქვეყანა და საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობა;
ბ) ოლქი;
გ) „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით განსაზღვრულ რომელ საკონსულო ფუნქციებს შეასრულებს საპატიო კონსული, მისი სამოქმედო პროგრამის გათვალისწინებით.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც საპატიო კონსული დაშვებულ იქნა ფუნქციათა შესასრულებლად, ამ დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული წესით, საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ ბრძანებაში მიეთითება, რომ მისი უფლებამოსილების დაწყების თარიღად ითვლება მის სახელზე ეგზეკვატურის ან სააკრედიტაციო ბარათის გაცემის ან/და უფლებამოსილებათა შესასრულებლად დაშვების თარიღ