1. იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამ დებულების მე-15 მუხლში მითითებული ნოტის პასუხად სამინისტროს გაუგზავნის თანხმობის ნოტას, საპატიო კონსულის სახელზე სამინისტრო გასცემს საკონსულო პატენტს,  ამ დებულების მე-18 მუხლის თანახმად.

2.  იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამ დებულების მე-15 მუხლში მითითებული ნოტის პასუხად გასცემს ეგზეკვატურას, სააკრედიტაციო ბარათს ან სხვაგვარი ფორმით დაუშვებს საპატიო კონსულს საკონსულო ფუნქციათა შესასრულებლად, საპატიო კონსულის დანიშვნის და შეთანხმების პროცედურა ჩაითვლება დასრულებულად და საპატიო კონსული უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მისი დაშვების დღიდან. ასეთ შემთხვევაში, პატენტი გაიცემა მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოთხოვნისას.

3. საპატიო კონსულს, საკონსულო ფუნქციათა შესასრულებლად მისი დაშვების დღიდან  მისი უფლებამოსილების შეწყვეტამდე, აქვს ის პრივილეგიები და იმუნიტეტი, რაც განსაზღვრულია „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“  ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობი