1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ შეიძლება დაამონტაჟოს რადიომიმღები სადგურები და სატელიტური სისტემები. ის ითანამშრომლებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან გარკვეულ სიხშირეებთან დაკავშირებული კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს სიხშირის სპექტრზე უსასყიდლო ხელმისაწვდომობას.
2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია ისარგებლებს რადიოკავშირზე (მათ შორის, სატელიტურ, მობილურ და პორტატულ რადიოკავშირზე), ასევე ტელეფონით, ტელეგრაფით, ფაქსით და სხვა საშუალებებით განსახორციელებელ კომუნიკაციებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობით; საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ასევე უფლება ექნება დაამონტაჟოს ასეთი საკომუნიკაციო სისტემების ექსპლუატაციისათვის საჭირო მოწყობილობები საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენობებში და ამ შენობებს შორის, მათ შორის, – გაიყვანოს კაბელები და მიწისქვეშა ხაზები.
3. საკუთარ შენობებში საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის ფოსტის გაგზავნისა და მიღებისთვი