წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
a) „სპეციალური მისია“ არის დროებითი მისია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოსა და რომელიც წარიგზავნება ერთი სახელმწიფოდან მეორეში ამ უკანასკნელის თანხმობით, სპეციალურ საკითხთა განხილვის ან სპეციალურ დავალებათა განხორციელების მიზნით;
b) „მუდმივმოქმედი დიპლომატიური მისია“ არის დიპლომატიური მისია იმ მნიშვნელობით, რაც მას მინიჭებული აქვს ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;
c) „საკონსულო დაწესებულება“ არის ნებისმიერი გენერალური საკონსულო, საკონსულო და ვიცესაკონსულო ან საკონსულო სააგენტო;
d) „საკონსულო მისიის მეთაური“ არის წარმგზავნი სახელმწიფოს ამ მოვალეობათა განხორციელების მიზნით დანიშნული პირი;
e) „წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენელი სპეციალურ მისიაში“ არის ნებისმიერი პირი, რომელსაც წარმგზავნი სახელმწიფო ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებას;
f) „სპეციალური მისიის წევრები“ არიან სპეციალური მისიის მეთაური, სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლები და სპეციალური მისიის პერსონალის წევრები;
g) „სპეციალური მისიის პერსონალის წევრები“ არიან სპეციალური მისიის დიპლომატიური პერსონალის წევრები, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის წევრები და მომსახურე პერსონალის წევრები;
h) „დიპლომატიური პერსონალის წევრები“ არიან სპეციალური მისიის წევრები, რომელთაც გააჩნიათ დიპლომატიური სტატუსი სპეციალური მისიის მიზნებისათვის;
i) „ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის წევრები“ არიან სპეციალური მისიის პერსონალის წევრები, რომლებიც დასაქმებულნი არიან სპეციალური მისიის ადმინისტრაციულ და ტექნიკური მომსახურების სამსახურში;
j) „მომსახურე პერსონალის წევრები“ არიან სპეციალური მისიის პერსონალის წევრები, რომლებიც დაქირავებულნი არიან მისიის მიერ სამეურნეო ან სხვა ანალოგიური სახის სამუშაოს შესრულების მიზნით;
k) „პირადი პერსონალი“ არიან პიერები, რომლებიც მხოლოდ სპეციალური მისიის წევრთა პირად სამსახურში არია