2. ასეთი დენონსაცია არ ათავისუფლებს მხარეს წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან იმ ქმედებებთან ან გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე, ან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელთა გატარების შესახებ ამ მხარის მიმართ პრევენციის ქვეკომიტეტმა მიიღო ან შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება. დენონსაცია ასევე არ აფერხებს პრევენციის ქვეკომიტეტის მიერ ისეთი საკითხების განხილვას, რომლებიც უკვე განიხილებოდა დენონსაციის ძალაში შესვლამდე.
3. წინამდებარე ოქმის დენონსირების ძალაში შესვლის შემდგომ, პრევენციის ქვეკომიტეტი აღარ დაიწყებს რაიმე ახალი საკითხის განხილვას იმ მხარესთან მიმართებაში, რომელმაც მოახდინა ოქმის დენონსირებ