1.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ხელშემკვრელი მხარეების მიერ აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, რომლებიც დიპლომატიური არხებით შეატყობინებენ ერთმანეთს ამ პროცედურების დასრულების შესახებ.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ბოლო შეტყობინების მიღების დღიდან.

რის დასტურადაც ქვემორე ხელმომწერმა პირებმა, რომლებსაც მიენიჭათ სათანადო უფლებამოსილება საკუთარი სახელმწიფოების ხელისუფლებების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. მინსკში, 2017 წლის 1 მარტს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების და მისი დანართის დებულებების განსხვავებული განმარტების ან გამოყენების  შემთხევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის                 სახელით

ხელმოწერილია

ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

ხელმოწერილია

დანართი

მარშრუტების ცხრილი

1.      ნაწილი 1.

მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას განახორციელებს ბელარუსის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმო:

გამგზავრების პუნქტები

შუალედური პუნქტები

დანიშნულების პუნქტები

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმიერი პუნქტი ბელარუსში

ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

2.      ნაწილი 2.

მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას განახორციელებს საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო:

გამგზავრების პუნქტები

შუალედური პუნქტები

დანიშნულების პუნქტები

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმიერ პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი ბელარუსში

შენიშვნა:

1.  ნებისმიერი ან ყველა ფრენის შესრულებისას თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია გააუქმოს ნებისმიერ ზემოაღნიშნულ პუნქტში შესვლა იმის გათვალისწინებით, რომ ფრენა მოცემულ მარშრუტზე იწყება და სრულდება ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს უფლება განახორციელოს მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვა  მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის და მესამე ქვეყნების სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის უნდა იყოს შეთანხმებული ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის.

3. შუალედური პუნქტები და საზღვრებს გარეთ არსებული პუნქტები იქნება განსაზღვრული ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების შეთანხმები