თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხებით გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული შეტყობინების ასლი იმავდროულად გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. შეთანხმების მოქმედება შეწყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 12 თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების უკან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის შემდე
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 01.03.2017
მუხლი 22. მოქმედების ვადის შეწყვეტის პროცედურები
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 22, №41/23, 01.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016510 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3956432/muxli-22/