1.  ამ კონვენციის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა, რათა მათ უფრო ეფექტიანად შეძლონ მოგვარება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის სხვადასხვა ასპექტებისა, რომელთაც საერთაშორისო განზომილება აქვთ. კონვენციით გათვალისწინებულ თავიანთ მოვალეობათა შესასრულებლად მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების ჩათვლით, თანახმად თავთავიანთი შიდა საკანონმდებლო სისტემების ფუნდამენტური დებულებებისა.

2.  მხარეები ამ კონვენციით გათვალისწინებულ თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა და სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების თანახმად.

3.   მხარე არ მოახდენს მეორე მხარის ტერიტორიაზე ისეთი იურისდიქციის აღსრულებასა და ისეთი ფუნქციების შესრულებას, როგორიც ამ მეორე მხარის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით მხოლოდ და მხოლოდ მის ორგანოთა-თვის არის დათქმულ