გარდა შემთხვევებისა, როდესაც პირდაპირ არის სხვაგვარად მითითებული, ანდა კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, ამ კონვენციაში გამოიყენება შემდეგი განსაზღვრები:
a) „კომიტეტი“ ნიშნავს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს, დაარსებულს თანახმად 1961 წლის „ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიანი კონვენციისა“ და ამავე კონვენციისა, შესწორებულისა 1972 წლის „პროტოკოლით 1961 წლის ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიან კონვენციაში შესწორებათა შეტანის თაობაზე“;
b) „კანაფის მცენარე“ ნიშნავს ნებისმიერ მცენარეს, რომელიც ეკუთვნის გვარს ჩანნაბის;
c) „კოკაინის ბუჩქი“ ნიშნავს მცენარეს ნებისმიერი სახეობისა, რომელიც ეკუთვნის გვარს ჶრყტჰროხყლონ;
d) „კომერციული გადამზიდავი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს ან ნებისმიერ სახელმწიფო, კერძო ან სხვა სახის ორგანიზაციას, დაკავებულს პირების, საქონლის ან ფოსტის ტრანსპორტირებით ანაზღაურების, ქირის ან რაიმე სხვა სარგებლის სანაცვლოდ;
e) „კომისია“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ნარკოტიკულ საშუალებათა კომისიას;
f) „კონფისკაცია“, რომელიც შესაბამის შემთხვევებში მოიცავს ამოღებასაც, ნიშნავს საკუთრების სამუდამო ჩამორთმევას სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს დადგენილების თანახმად;
g) „კონტროლირებული მიწოდება“ ნიშნავს მეთოდს, რომლის დროსაც უშვებენ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ამ კონვენციისთვის დართულ i ცხრილსა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებების, ან მათი შემცვლელი ნივთიერებების უკანონო ან საეჭვო პარტიის გამოსვლას, გავლას ან შესვლას ერთი ან მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ კომპეტენტურ ორგანოთა მხრიდან ამის ცოდნითა და მეთვალყურეობით, იმ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც კონვენციის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევად ცნობილ ქმედებათა ჩადენაში მონაწილეობენ;
h) „1961 წლის კონვენცია“ ნიშნავს 1961 წლის „ერთიან კონვენციას ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ“;
i) „1961 წლის შესწორებული კონვენცია“ ნიშნავს 1961 წლის „ერთიან კონვენციას ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ“, შესწორებულს 1972 წლის „პროტოკოლით 1961 წლის ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიან კონვენციაში შესწორებათა შეტანის თაობაზე“;
j) „1971 წლის კონვენცია“ ნიშნავს 1971 წლის „კონვენციას ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ“;
k) „საბჭო“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს;
l) „გაყინვა“ ან „დაყადაღება“ ნიშნავს საკუთრების გადაცემის, კონვერსიის, განკარგვის ან გადატანის დროებით აკრძალვას, ანდა მის დროებით შესანახად მიღებას ან კონტროლის ქვეშ აყვანას სასამართლოს ან კომპეტენტური ორგანოს დადგენილების საფუძველზე;
m) „უკანონო ბრუნვა“ ნიშნავს ამ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში მოყვანილ სამართალდარღვევებს;
n) „ნარკოტიკული საშუალება“ ნიშნავს ნებისმიერ ნივთიერებას, ბუნებრივსა თუ სინთეზურს, შეტანილს 1961 წლის „ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიანი კონვენციისა“ და 1972 წლის „პროტოკოლით 1961 წლის ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ ერთიან კონვენციაში შესწორებათა შეტანის თაობაზე“ შესწორებული ამავე კონვენციის i და ii სიაში;
o) „ოპიუმის ყაყაჩო“ ნიშნავს მცენარეს სახეობისა Papaver somniferum L;
p) „შემოსავალი“ ნიშნავს ნებისმიერ საკუთრებას, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებულს ან მოპოვებულს მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამართალდარღვევად ცნობილი ქმედების ჩადენის გზით;
q) „საკუთრება“ ნიშნავს ნებისმიერი სახის ქონებას, მატერიალურსა თუ არამატერიალურს, მოძრავსა თუ უძრავს, ხელშესახებსა თუ არახელშესახებს, და ამგვარი ქონების ფლობის ან მასში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტებსა თუ აქტებს;
r) „ფსიქოტროპული საშუალება“ ნიშნავს ნებისმიერ ნივთიერებას, ბუნებრივსა თუ სინთეზურს, ან ნებისმიერ ბუნებრივ მასალას, შეტანილს 1971 წლის „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ კონვენციის“ i, ii, iii და iv სიაში;
s) „გენერალური მდივანი“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს;
t) „i ცხრილი“ და „ii ცხრილი“ ნიშნავს შესაბამისად დანომრილ ნივთიერებების სიებს, დართულს ამ კონვენციისთვის, რომელ სიებშიც დროდადრო შესაძლებელია შესწორებათა შეტანა მე-12 მუხლის თანახმად;
u) „სატრანზიტო სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიის გავლითაც გადააქვთ უკანონო ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და i ცხრილსა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებები, და რომელიც არც მათი წარმომავლობის ადგილია, და არც მათი საბოლოო დანიშნულების ადგილ