a) ღებულობენ ყველა შესაძლო ზომას, საჭიროების შემთხვევაში მათი შიდა კანონმდებლობის ადაპტირების ჩათვლით, მათი ტერიტორიების ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ ამ დანაშაულებების მათ ტერიტორიებზე მზადების აღკვეთისა და მათ წინააღმდეგ ქმედების მიზნით, მათ ტერიტორიებზე იმ პირების, ჯგუფების და ორგანიზაციების არაკანონიერი ქმედებების აკრძალვის ჩათვლით, რომლებიც ხელს უწყობენ, უბიძგებენ, მიზანდასახულად აფინანსებენ მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებების მზადებას ან თვითონ მონაწილეობენ მათში;
b) ცვლიან ზუსტ და გადამოწმებულ ინფორმაციას მათი კანონმდებლობის შესაბამისად და კოორდინირებას უწევენ ადმინისტრაციულ და სხვა ზომებს, რომელთა მიღება მიზანშეწონილია მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენის აღსაკვეთად;
c) სათანადო შემთხვევებში, იკვლევენ და შეიმუშავებენ ფეთქებადი და სხვა საშიში ნივთიერებების აღმოჩენის მეთოდებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი ან სხეულის დაზიანება, კონსულტაციას უწევენ [ერთმანეთს] ფეთქებადი ნივთიერებების დანიშვნის სტანდარტებზე, აფეთქების შემდგომი გამოძიებისას მათი წარმომავლობის დადგენის მიზნით, ცვლიან ინფორმაციას პრევენციული ზომების, თანამშრომლობის და ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და სხვა შესაბამისი მასალების გადაცემის თაობაზ