1. მექანიზმი, რომლის შემადგენლობაშიც შედის კომიტეტი, როგორც მხარეთა კონფერენციის დამხმარე ორგანო, ამ დებულებით დგინდება როგორც ერთეული, რომელიც ხელს შეუწყობს წინამდებარე კონვენციის ყველა დებულების განხორციელებას და განიხილავს წინამდებარე კონვენციის ყველა დებულების შესრულებას. მექანიზმის, მათ შორის კომიტეტის, ფუნქცია იქნება დახმარება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მხარეების შესაბამის სახელმწიფოებრივ შესაძლებლობებს და გარემოებებს.

2. კომიტეტი ხელს შეუწყობს წინამდებარე კონვენციის ყველა დებულების განხორციელებას და განიხილავს წინამდებარე კონვენციის ყველა დებულების შესრულებას. კომიტეტი განიხილავს განხორციელების და შესაბამისობის როგორც ინდივიდუალურ, ასევე სისტემატურ საკითხებს და საჭიროების მიხედვით შეიმუშავებს რეკომენდაციებს მხარეთა კონფერენციისთვის.

3. კომიტეტი შედგება 15 წევრისგან, რომელთა კანდიდატურებს წარადგენენ მხარეები და რომლებსაც აირჩევს მხარეთა კონფერენცია თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობის სათანადოდ გათვალისწინებით, გაეროს ხუთი რეგიონის საფუძველზე; პირველი წევრები არჩეული იქნებიან მხარეთა კონფერენციის პირველ შეხვედრაზე და ამის შემდგომ მხარეთა  კონფერენციის მიერ მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული პროცედურული წესის მიხედვით; კომიტეტის წევრებს ექნებათ კომპეტენცია წინამდებარე კონვენციის შესაბამის სფეროში; კომიტეტში დაცული იქნება შესაბამისი საექსპერტო ბალანსი.

4. კომიტეტს შეუძლია განიხილოს საკითხები:

(a) ნებისმიერი მხარის წერილობითი წარდგინების საფუძველზე, რომელიც გაკეთებულია მის საკუთარ შესაბამისობასთან დაკავშირებით;

(b) 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი სახელმწიფო ანგარიშების საფუძველზე; და

(c) მხარეთა კონფერენციის მოთხოვნის საფუძველზე.

5. კომიტეტი შეიმუშავებს საკუთარ საპროცედურო წესს, რომელიც ექვემდებარება დამტკიცებას მხარეთა კონფერენციის მეორე შეხვედრის მიერ; მხარეთა კონფერენციას შეუძლია დაამტკიცოს კომიტეტის დამატებითი უფლებამოსილებები.

6. კომიტეტი ყოველმხრივ ეცდება, რომ მიიღოს რეკომენდაციები კონსენსუსის საფუძველზე. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდება და კონსენსუსი ვერ მიიღწევა, ასეთი რეკომენდაციები მიიღება, როგორც უკანასკნელი საშუალებით, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების სამი მეოთხედით, წევრების ორი მესამედის კვორუმის საფუძველზ